ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

მცირე ბიზნესის სასწავლო კურსი

2017 წლის 10-12 მარტს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა მცირე ბიზნესის სასწავლო კურსი, რომელშიაც 14 ადამიანი მონაწილეობდა.

კურსის მიზანი - ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა მცირე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპზე გადასულთათვის მცირე ბიზნესის მართვის უნარების სწავლება და მათ მიერ მომზადებული ბიზნესგანაცხადების სრულყოფა.

სასწავლო კურსი ჩატარდა საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისსა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით. 

პროექტის მიზანია საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება. პროექტის სამიზნე არეალია გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი და აჭარის რეგიონის ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

პროექტი მუშაობს ორი მიმართულებით :

  • პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება გურიისა და აჭარის რეგიონში, მათთვის ეფექტური საგანმანათლებლო, პროფესიული და ბიზნეს შესაძლებლობების უზრუნველყოფით;
  • სექტორთაშორის თანამშრომლობის გაძლიერება მიგრაციის მართვის სისტემის შექმნისა და ამუშავების მიზნით.
განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...