ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2" ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პროექტის ბენეფიციარებთან ერთად შემაჯამებელი შეხვედრა - სემინარი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში გაიმართა.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა კვლევითი ლაბორატორიები : კვების პროდუქტების ტექნოლოგიების , მცენარეთა დაცვის, სელექციისა და ბიოქიმიის, ასევე საინჟინრო ტექნოლოგიების დაათვალიერეს, სადაც აქტიური სამეცნიერო- კვლევითი მუშაობები მიმდინარეობს.

პროგრამის მონაწილეებმა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად თეორიულიც მიიღეს.

შეხვედრა - სემინარი ტრადიციულად ინტეგრირებული იყო და კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სასწავლო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის - "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის მიერ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით.

 

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...