გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2" ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას სასწავლო პროგრამებზე - ლურჯი მოცვის გაშენება-მოვლა; კივის (აქტინიდია) გაშენება-მოვლა“.
თითოეული სასწავლო პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი მოდულებისგან:
ლურჯი მოცვის გაშენება-მოვლა (15 ტრენინგ-სესია):
1. ლურჯი მოცვის ჯიშები და გაშენების ტექნოლოგია
2. ლურჯი მოცვის ბაღის სხვლა-ფორმირებადა კვება
3. ლურჯი მოცვის მავნებელ-დაავადებების, სარეველების და სტრესული ფაქტორების მართვა
4. მოსავლის მართვა
კივის (აქტინიდია) გაშენება-მოვლა (20 ტრენინგ-სესია):
1. კივის ჯიშები და მათი გაშენების ტექნოლოგია
2. კივის ბაღის მოვლა
3. კივის ნერგის წარმოება
4. მოსავლის მართვა
სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. კერძოდ:
1. საჯარო და კერძო აგრო საექსტენციო სერვისების მწარმოებელ ორგანიზაციებში მომუშავე სპეციალისტებს;
2. აგრარული პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს;
3. შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით სექტორში მომუშავე პირებს;
4. სამიზნე კულტურათა წარმოებით დაინტერესებულ და შესაბამისი პროფესიული პროფილის მქონე ფერმერებს;
5. აგრარული პროფილის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადის ფორმა: http://bit.ly/3rGcKgw
სასწავლო პროგრამის ხარჯს, სესიებზე კვების ჩათვლით მთლიანად ფარავს გაეროს განვითარების პროგრამა, არ ანაზღაურდება კურსის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com
ტელ: 599 981898
პროექტი "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“ ხორციელდება გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.