გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სახის დამცავი ფარები გადასცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სავაჭრო ობიექტებს.
როგორც UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა ნათქვამი, ეს სახის დამცავი ფარები დამზადებულია გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის მიერ
ევროკავშირთან და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან UNDP-ის თანამშრომლობის შედეგად.