ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს „არასრულწლოვანი და დანაშაული“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მოქმედ საჯარო და სამრევლო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებს. ასევე პრობაციონერებს 25 წლამდე.

ესსეების კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული არასრულწლოვანთა დანაშაული; საზოგადოების, სკოლისა და თანატოლების როლი და ჩართულობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში და მისი პრევენცია; თანატოლების თვალით დანახული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები; არსებული მიდგომების გააზრება; რა არის გამოსავალი – დასჯა

და საზოგადოებისგან იზოლირება თუ თანადგომა და ხელშეწყობა ცვლილებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ესსე მინიმუმ 300 და მაქსიუმ 1000 სიტყვის ოდენობით, ნაბეჭდი სახით word ან pdf ფორმატში 2020 წლის 15 აპრილამდე. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე 93mari@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – 591 01 53 23

კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ახორციელებს პროექტ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა”-ის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...