ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ერთობლივი პროექტის - "დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით" - ფარგლებში ოზურგეთში დასახლების საერთო კრებები დაფუძნდება. სწორედ აღნიშნული ინიციატივა გააცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენელმა, პროექტის დირექტორმა ოთარ რევიშვილმა.

პროექტი "დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით" ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

https://guria.tv/index.php/u-s-news/2019-07-15-07-51-47/2460-2019-11-19-07-03-33?fbclid=IwAR3yF1oy3aU7SfmDt0Mgqmhr3DDVdxAWagi6lwQJNfTSx-v80af60uplX_A

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...