ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

აქტიური მოქალაქეები უკეთესი გარემოსათვის

პროექტის „აქტიური მოქალაქეები უკეთესი გარემოსათვის“ ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების მიმოხილვა და დეტალური გეგმის შემუშავება იყო სამუშაო შეხვედრის მიზანი, რომელიც გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში შედგა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების - გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო

და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის - მონაწილეობით.

პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, არსებული რეგულაციური მექანიზმების ამოქმედებითა და სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამოყენებით, მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების საფუძველზე.

პროექტი „აქტიური მოქალაქეები უკეთესი გარემოსათვის“ ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკოს, გურიის ახალგაზრდული რესურცენტრისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის მიერ.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...