ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობა

პროექტ „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორცილება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“-ს ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდულ საბჭოსთან და საზოგადოებრივ სათათბიროსთან, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს და გურიის ახალგარდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასა და საჭიროებებზე.

პროექტის მიზანია ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მონაწილე მმართველობის პრინციპების დანერგვით; მათ შორის საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

პროექტს ანხორციელებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...