2019 წლის 12 ივნისს, ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის, „მომავლის თაობა“ შუალედური ღონისძიება.
ღონისძიებაზე შეჯამდა პროგრამის ფარგლებში, 2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში განხორციელებული საქმიანობები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული გამორჩეული აქტივობები.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო პროგრამის პარტნიორ სკოლებში ჩამოყალიბებული სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული საქმიანობების ამსახველი ფოტომასალის დათვალიერება-შეფასება.
ღონისძიებას დაესწრო პროგრამის პარტნიორი სკოლების (კვირიკეთი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, ბაილეთი, ასკანა, წყალწმინდა, ბოხვაური) პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრო ორგანიზაციების, მასმედიის, PH International - ის წარმომადგენლები.
პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მიზანია გაუმჯობესდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამა და მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობას“ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიის რეგიონში.