გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. იგი მიზნად ისახავს აგრო-საექსტენციო და საკონსულტაციო სისტემების განვითარების და ფუნქციონირების ხელშეწყობას გურიის რეგიონში, ასევე კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები არიან საჯარო საექსტენციო სერვისების მწარმოებლები (რეგიონალური და მუნიციპალური სამსახურები), ხოლო პროექტის საბოლოო ბენეფიციარები კი გურიის რეგიონში მცხოვრები ფერმერები არიან.
ინიციატივის განხორციელების პერიოდია 16 თვე და მისი ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო გაეროს განვითარების პროგრამამ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.