ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

ფორუმ თეატრის სპექტაკლი რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის თემაზე

გასულ კვირას გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით ფორუმ თეატრის სპექტაკლები ჩატარდა  გურიის რეგიონის სოფლებში: შრომა, ნასაკირალი, ნარუჯა, ლაითური და ზოტი. სპექტაკლი "ვინ არის დამნაშავე?" რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის თემას ეხება და საუბრობს თემში არსებულ გამოწვევებზე. თითოეულ ღონისძიებას უფროსკლასელები, პედაგოგები და მშობლები დაეწსრნენ. 
სპექტაკლი გაიმართა პროექტის - „თანამშრომლობა მშვიდობიანი თემებისათვის“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მიზანია მშვიდობისმშენებლობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიის რეგიონის ქრისტიანი და მუსლიმი თემებით დასახლებულ სოფლებში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...