ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" - ფარგლებში „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე წარსადგენი საპეტიციო საკითხების გამოვლენა წარმოადგენდა. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული თემების უკეთ გამოსაკვეთად შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა.

სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განაშენიანების გენერალური გეგმის არ არსებობა დაბაში-ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეხვედრაზე პრიორიტეტულად დასახელდა.

დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს 4 რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. გურიის რეგიონში პროექტის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...