Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ( ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) წარმომადგენლებმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” ფარგლებში, დაიწყეს აქტიური შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესებთან შეგირდობის პროგრამის განსახორციელებლად და ხანგრძლივი თანამშრომლობის მიზნით .

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

 

Organization donors in various times...