Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას ,,დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაცია“ სატრენინგო მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაციის მომზადების პროგრამაში ჩართული პირები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ 50 საათიან კურსს.

 მომზადების კურსის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულს შეეძლებათ:

 სასათბურე მეურნეობისათვის ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა და სათბურის ტექნიკურად სწორად გამართვა;

 საჩითილე მეურნების მოწყობა და ჩითილების წარმოება;

 სასათბურე მეურნეობაში შესაბამისი აგრარული ღონისძიებების გატარება;

 სათბურში ნაყოფის მომცემი, მწვანილეული ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გაშენება/მოვლა-მოყვანა;

 სასათბურე მეურნეობაში მავნებლებთან ბრძოლასა და დაავადებების შესაბამისად მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გატარება;

 მოსავლის აღების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვა.

 მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები - რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)

განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები - არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

 უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;

 ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით. სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 განაცხადის ფორმა: https://bit.ly/3iTrzeF

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი:

e-mail: gyrc.info@gmail.com

Tel: 599981898

 „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

 

Organization donors in various times...