Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

ისწავლე დასაქმებისთვის

გრძელდება პროექტის "ისწავლე დასაქმებისთვის" გურიის გუნდის ვიზიტები რეგიონის სოფლებში. ამჯერად დასაქმების ცენტრის თანამშრომლები ლანჩხუთის სოფლებს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იყო პროექტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის შესახებ. სოფლებში საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის განთავსდა პროექტის საინფორმაციო სტიკერები თვალსაჩინო ადგილას.

ცენტრის თანამშრომლები ლანჩხუთში ასევე შეხვდნენ კერძო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააცნეს პროექტი და მოხდა მათი დარეგისტრირება დამსაქმებელთა ბაზაში.

 არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დასაქმების ცენტრის ფეისბუქ  გვერდზე.

 პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Organization donors in various times...