Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

მომავლის თაობა

პროგრამა ,, მომავლის თაობა’’ შემაჯამებელი ღონისძიება ოზურგეთში გაიმართა. ,, მომავლის თაობა’’ ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც გურიაში ,, გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა,, განახორციელა. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში , მათ შორის გურიაში 3 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა. მისი დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება კი გუშინ ოზურგეთში, თეატრის ფოიეში გაიმართა. პროგრამა ,, მომავლის თაობა’’ გურიაში შვიდ - კვირიკეთის, ცხემლისხიდის , ვაკიჯვრის, ბაილეთის, ასკანის, წყალწმინდისა და ბოხვაურის სკოლებში განხორციელდა. მისი მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება, თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება , ასევე, მოსწავლეების გააქტიურება და მათი ჩართვა საზოდადოებრივ საქმიანობებში იყო. 
ღონისძიებაზე პარტნიორმა სკოლებმა 2018 -2021 წლებში განხორციელებული საქმიანობები გაგვაცნეს, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე, რომელიც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. პრეზენტაცია სხვდასხვა თემატიკისა თუ შინაარსის - სოფელზე, თემზე თუ სკოლის საჭიროებებზე მორგებული პროექტები იყო. 
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და პედაგოგების დაჯილდოება.
 სამოქალაქო განათლების პროგრამა ,, მომავლის თაობას’’ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიაში პარტნიორი ორგანიზაცია ,, გურიის ახალგაზრდული რესურსცენრია’’

Organization donors in various times...