Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია პროექტ „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) ფარგლებში. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მასში ევროდელეგაციის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სხვა პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა სექტორის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილებდა გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. უშუალოდ კვლევის დოკუმენტისა და მიგნებების პრეზენტაცია „PMO კონსალტინგის“-ს წარმომადგენელმა გააკეთა, რის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.

პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

 

Organization donors in various times...