Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)

„გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა“ (GYRC) ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გურიის კოორდინატორს მაიკო გოგუაძეს. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის საქმიანობები, საუბარი იყო სამომავლო თანამშრომლობაზე და პროექტის სამომავლო გეგმებზე.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Organization donors in various times...