Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში

„საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საზოგადოების ორგანიზაციებისათვის საგანმანათლებლო სესიები გაიმართა პროგრამული და ფინანსური ანგარიშგების საკითხებზე. სესიების პირველ ციკლს, რომელიც 2020 წლის 6 და 7 აგვისტოს ჩატარდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და მიზნად ისახავდა ქვე-გრანტიორი ორგანიზაციებისათვის პროგრამული და ფინანსური ანგარიშგების წესებისა და პროცედურის გაცნობას.

პროექტი - „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით.

Organization donors in various times...