Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

დასახლების საერთო კრების გამარტივებული ინოვაციური მოდელის ტიპიური დებულება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი დადგენილების პროექტი გააცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ღლონტმა და საქართველოს დემოკრატიული გავითარების კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავამ.

„დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ახალი პროექტია რომელიც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორობითა და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ დაბაში (ლაითურსა და ნასაკირალში) და ქალაქ ოზურგეთში განხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მზარდ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

Organization donors in various times...