Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

პროექტის სამიზნე დასახლებებიდან შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერთა ტრენინგს უმასპინძლა დღეს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა. ღონისძიებას 15 ახალგაზრდა დაესწრო, მათ შორის 8 ქალი. ტრენინგის თემატიკა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს მოიცავდა. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დასახლების საერთო კრების არსს, პროექტით შემოთავაზებულ მისი ორგანიზების გამარტივებულ მექანიზმს და ადვოკატირების კამპანიის მნიშვნელობას. „დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ახალი პროექტია რომელიც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორობითა და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ დაბაში (ლაითურსა და ნასაკირალში) და ქალაქ ოზურგეთში განხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მზარდ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

Organization donors in various times...