Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაა

დღეს 2019 წლის 26 ნოემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტისა” და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ერთობლივი ღონისძიება - „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ - შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ბენეფიციარები ესწრებოდნენ, სულ 60-მდე ადამიანი. პროექტის კოორდინატორმა, თამარ ღლონტმა შეაჯამა პროექტის მიღწევები გურიაში და აღნიშნა პროექტის მნიშვნელოვანი წვლილი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და დასაქმების კუთხით.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ორი სოციალური საწარმო შექმნა. გრავირებისა და ქაღალდის პარკების წარმოების საამქრო, რომლებიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას უზრუნველყოფს. პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვებისა და სუვენირების დამზადებას გულისხმობს.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ზემოთხსენებული ორი სოციალური საწარმოს გახსნას დაეთმო.

ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია გურიაში.

Organization donors in various times...