Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

მომავლის თაობა

15 ნოემბერს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები გურიიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილებაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს განყოფილების სპეციალისტებმა ნონა ბერაძემ და ქეთევან მახარაძემ გააცნეს განყოფილების ფუნქციები, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, სამომავლო გეგმები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა ლალი სიჭინავამ კი მოსწავლეებს ესაუბრა საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა გენდერულ ბალანსსა და პროფესიის არჩევისას გენდერის გათვალისწინების სტერეოტიპებზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ღონისძიებებისა და სიახლეების გაცნობა, რომელიც გენდერულ საკითხთა განყოფილებაში იგეგმება, განსაკუთრებით კი ქალთა გაძლიერებისა და ჩართულობის ამაღლების მიზნით. მასპინძლებს ჩვენც გავაცანით ჩვენი საქმიანობა და შევთავაზეთ თანამშრომლობა - აღნიშნეს მონაწილე მოსწავლეებმა

Organization donors in various times...