Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა

დღეს, 2019 წლის 11 სექტემბერს, "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" გურიაში სასკოლო აქცია გაიმართა პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების შვილებისთვის. აქციას, რომელიც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა მასპინძლობდა. აქ მოზარდებმა შეიტყვეს მათთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ და გაიცნეს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა და საბავშვო-შემეცნებითი კუთხე.

სასკოლო ღონისძიების ფარგლებში, პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების შვილებს ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთები გადაეცათ: ჩანთები, რვეულები, ფანქრები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მისულ მოზარდებს დახვდათ. ამასთანავე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა ბაქანიძემ ბავშვებს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლიკას გულთბილი მასპინძლობისათვის.

სასკოლო აქცია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა. აქციისთვის პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახები შეირჩა. სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა - 20 ბენეფიციარი. ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გურიაში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრია. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს: ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას.

Organization donors in various times...