Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს  
რეგიონებისთვის” - ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გურიის  ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა საქართველოს ფ ერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან  და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
განხორციელების არეალი სამ რეგიონს - გურიას, აჭარას და სამეგრელოს მოიცავს და მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება  სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე  რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.  
პროექტის ფარგლებში მოხდება: 
დასაქმების ბაზრის საჭიროებების კვლევა, მათ შორის ეკონომიკური სექტორის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით 
დაინერგება დუალური,სამუშაოზე დაფუძნებული, სწავლების კომპონენტი (WBL) 
განხორციელდება არაფორმალური განათლების პროგრამები თითოეულ რეგიონში გამოვლენილი პრიორიტეტულ სფეროებში 
ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, განხორციელდება სტრატეგიული გრანტების პროგრამა მოქმედი ბიზნესებისთვის 
განხორციელდება სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მოხდება მათი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა  
ჩატარდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფლის ეკონომიკური განვითარებით და განხორციელდება ქვე-გრანტების პროგრამა საზაფხულო სკოლის ყოფილ მონაწილეთათვის  
თითოეულ რეგიონში დაარსდება ბიზნესკლასტერი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს  
მომზადდება სტრატეგიული გეგმები ბიზნესკლასტერებისთვის  
მოეწყობა ბიზნესკლასტერის წევრთა სასწავლო ვიზიტი გერმანიაში 
დაარსდება სამი სოციალური საწარმო (თითოეულ რეგიონში ერთი), როგორც კლასტეტების ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი  
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. წარმოდგენილი პოსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს  ევროკავშირის შეხედულებებს.  
 
Organization donors in various times...