ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
პროექტები

ეფექტური მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

განხორციელების პერიოდი : დეკემბერი 20 , 2015 - ოქტომბერი 20, 2016

დონორი : „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD), რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNPD), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SIO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

განხორციელების არეალი : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 5 ტერიტორიული ერთეული - ლიხაური, თხინვალი, მელექედური, ბახვი და კონჭკათი.

პარტნიორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

პროექტის მიზანი : ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

განხორციელებული საქმიანობები :

  • სამიზნე ტერიტორიულ ერთეულში დაარსდა საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრი, რომელიც აღიჭურვა ტელევიზორებით, მიკროფონებითა და ვებ-კამერებით, რათა ადგილზე მოსახლეობას მისცემოდა საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების თვალყურის დევნების საშუალება სოფლიდან გაუსვლელად;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი აღიჭურვა ტელევიზორით, რაც საშუალებას აძლევს ხუთივე სოფლის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს, უშუალოდ ჩაერთოს საკრებულოს სხდომის მსვლელობის პროცესში;
  • შედგა პირველი „ინტერნეტ-ხიდი“ როგორც სამიზნე სოფლებს, ასევე საკრებულოსა და სოფლებს შორის;
  • თითოეული ტერიტორიული ერთეულის მაცხოვრებლები „ონლაინ“ ჩართვების გზით ისმენდნენ საკრებულოს სხდომებს, თვალყურს ადევნებდნენ საკრებულოში თავიანთი სოფლის არჩეული დეპუტატების მიერ წარდგენილ ანგარიშებს;
  • საკრებულოს 20 წევრმა გაიღრმავა ცოდნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ელექტრონული ინსტრუმენტების კუთხით;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაინერგა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ელექტრონული ინსტრუმენტი, შემუშავდა ელექტრონული კითხვარი, რომელიც განთავსდა საკრებულოს ვებ-გვერდზე www.ozurgeti.mun.gov.ge

 

პროექტის პარტნიორები:
განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...