ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
პროექტები

ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო, შემოსავლის მიმღები და ბიზნესსაქმიანობების მხარდამჭერი პროექტი.

განხორციელების პერიოდი: 1 ივლისი, 2015 – 30 ივნისი, 2017.

დონორი: ევროკავშირი.

განხორციელების არეალი: გურიისა და აჭარის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) რეგიონები.

პარტნიორი: სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისი; ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი.

პროექტის მიზანი: 

  • საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა;
  • პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.

განხორციელებული საქმიანობები:

  • სამუშაო უნარების განსავითარებელი სასწავლო პროგრამა გაიარა 61-მა მონაწილემ, მათ შორის 40 მამაკაცი, 21 ქალი;
  • პერსონალური კომპიუტერის შემსწავლელი კურსში მონაწილეობდა 34 ადამიანი;
  • პროფესიულ/სახელობო პროგრამაში ჩაერთო 77 ადამიანი, მათ შორის 16 ქალი, 46 მამაკაცი;
  • მცირე ბიზნესგრანტების პროგრამის I ციკლში 39 განაცხადი შემოვიდა. პირველადი მონიტორინგის განხორციელების შედაგად მომდევნო ეტაპზე 10 ბიზნესიდეა გადავიდა და დაფინანსდა 5000-ლარამდე თანხით. ბიზნესიდეის განმახორციელებლებს კი სამდღიანი სწავლება ჩაუტარდა მცირე ბიზნესის მართვის და ბიზნესის გეგმის მომზადების საფუძვლებზე;
  • ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 20-მდე ყოფილ და პოტენციურ მიგრანტს რომელთა ჩართვა მოხდა  პროექტის შესაბამის კომპონენტში მათი საჭიროებების მიხედვით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის 80 წარმომადგენელს (სოფლად რწმუნებულები და დეპუტატები) ჩაუტარდა ტრენინგი ვიზალიბერალიზაციის, არალეგალური მიგრაციის, მიგრაცის ტენდენციებისა და თრეფიქინგის შესახებ, რათა თავიანთ თემებში გასწიონ შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება საჭიროების შემთხვევაში;
  • მომზადდა ფორუმ თეატრის სპექტაკლი მიგრაციისა და თრეფიქინგის თემაზე, რომელმაც იმოგზაურა გურიის და აჭარის რეგიონის მასშტაბით 28 ტერიტორიულ ერთეულში. სპექტაკლს დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრო.
  • გამოიცა ბროშურები და პლაკატები არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიქინგის, ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.
პროექტის პარტნიორები:
პროექტის აქტივობები
განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...