ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
პროექტები

პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში

განხორციელების პერიოდი: 1 მარტი, 2016 წელი - 1 სექტემბერი, 2018 წელი.

განმახორციელებელი: დემოკრატიის ინსტიტუტი.

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

პარტნიორები: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ასოციაცია „ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“.

პროექტის მიზანი:  პრობლემათა გამოვლენით,  მოქალაქეთა გააქტიურებით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენითა და ადვოკატირების კამპანიის გზით - თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის, წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 

პროექტის ფარგლებში აჭარაში, გურიასა და სამეგრელო - ზემო სვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტში შეიქმნება მოსახლეობის პრობლემების კვლევის, პრიორიტეტების მიხედვით დაჯგუფების, პეტიციების მომზადების, ხელმოწერების შეგროვების, საკრებულოებში წარდგენისა და განხილვის პრეცენდენტები, რაც ხელს შეუწყობს, მსგავსი, წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

პროექტის გეოგრაფია:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო);
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი (ქალაქი ზუგდიდი. მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ, მესტია);
  • გურია (ქალაქი ოზურგეთი. მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური).
პროექტის პარტნიორები:
განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...