ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

ისწავლე დასაქმებისთვის

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები პროექტ „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძესა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელ მარინე ბერაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

საკოორდინაციო საბჭოს მიზნები მრავალმხრივი, ქმედითი და პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვისა შემოშავებული, რომ საბოლოო შედეგი, რეგიონის მოსახლეობის დასაქმებით დაიდოს.

საბჭოს მიზნებს პუნქტობრივად გაგაცნობთ :

• დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სოციალური დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე;

• შრომის ბაზრის საჭიროებების, მათ შორის ინოვაციების განვითარებისა და სექტორული სამუშაო ძალის მოთხოვნის მიმართულებით კოორდინაციის ხელშეწყობა;

მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის საჭიროებაზე დაფუძნებული დასაქმების ხელშეწყობა და/ან საშუალმავლო სერვისების განვითარბის ხელშეწყობა;

• შრომით დ მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშაება;

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...