ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

ისწავლე დასაქმებისთვის

გრძელდება პროექტის "ისწავლე დასაქმებისთვის" გურიის გუნდის ვიზიტები რეგიონის სოფლებში. მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა პროექტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ბაზაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი დასაქმების ცენტრის შესახებ. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, ორივე მხრის წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გზებზე და საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის განთავსდა პროექტის საინფორმაციო ბროშურები თვალსაჩინო ადგილას.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...