ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

დასახლების საერთო კრების ინოვაციური და გამარტივებული მოდელის შესახებ გაიმართა დღეს შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში. ქალაქის მკვიდრ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად განხილულ იქნა პროექტით შემოთავაზებული მოდელი და საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობები. პროექტის განხორციელებას ხსენებულ დასახლებაში წინასწარ შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები შეუწყობენ ხელს. „დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ახალი პროექტია რომელიც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორობითა და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ დაბაში (ლაითურსა და ნასაკირალში) და ქალაქ ოზურგეთში განხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მზარდ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...