დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდებისათვის გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემინარი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობისა და მოხალისეობის თემაზე. სემინარს უძღვებოდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი თამარ ღლონტი. ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „ საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ- ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით.