აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემინარი პეტიციასთან, მათ შორის ელექტრონული, დაკავშირებული პროცედურების შესახებ. სემინარს უძღვებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ოთარ რევიშვილი. ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „ საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ- ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით.