„დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ახალი პროექტია რომელიც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორობითა და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.
პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ დაბაში (ლაითურსა და ნასაკირალში) და ქალაქ ოზურგეთში განხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მზარდ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
დღეს, 2019 წლის 11 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაბა ნასაკირალმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტით შემოთავაზებული დასახლების საერთო კრების გამარტივებული და ინოვაციური მოდელი. პროექტის ფარგლებში თითოეულ დასახლებაში გამიზნულია ახალგაზრდა ლიდერების შერჩევა, რომლებიც აქტიურად ჩაებმებიან პროექტის განხორციელების პროცესში. როგორც შეხვედრის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტებმა აღნიშნეს, პროექტს ლიდერების გამოვლენაში დაეხმარებიან და ასევე ხელს შეუწყობენ პროექტის შეუფერხებელ განხორციელებას ნასაკირალში.