ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

ახალგაზრდული აქტივობა, ERASMUS +

23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით სუმში, უკრაინაში, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მივიღეთ ტრეინინგ კურსში, რომელიც ჩატარდა ERASMUS +- ის მიერ მხარდაჭერილი გრძელვადიანი პროექტის "Youth Activation" ფარგლებში.

პროექტის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები, მოხალისეები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

ტრეინინგ კურსმა მონაწილეებს მიაწოდა ახალგაზრდული ჩართულობის გააქტიურების შესახებ ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეეჯამებინათ და პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის გამოცდილება, რაც სასწავლო ვიზიტის დროს მიიღეს.

ტრეინინგის შედეგად მონაწილეები შეიმუშავებენ ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც განხორციელდება პროექტის შემდეგ ეტაპზე

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...