„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ორგანიზებით, ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კლინიკა „მედალფაში“ ბენეფიციარებს უფასო გინეკოლოგიური, ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი სამედიცინო აქციები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხშირად ტარდება.
პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტი" ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.