ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ელექტრონული მექანიზმი,

მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ელექტრონული მექანიზმი, რომელიც ქალაქ ოზურგეთში დაინერგა პირველი პრეცენდენტია საქართველოს რეალობაში და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მოსახლეობას, რათა გამოავლინონ თემში არსებული გადასაჭრელი საკითხები და მოახდინონ საზოგადოების მობილიზება. ცნობილია, რომ აღდგა სოფლის განვითარების პროგრამა, რამაც მსგავსი შესაძლებლობის მიღმა დატოვა ქალაქი ოზურგეთი. სწორედ ამიტომაც, მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმი მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ ქალაქ ოზურგეთში დაინერგა.

გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს გაეცნონ ხსენებული მექანიზმის გამოყენებით საპროექტო იდეის წარმოდგენის ეტაპებს.

ასევე თანდართულია კითხვარი. http://bit.ly/OzurgetiBudget გთხოვთ შეავსოთ, რათა უკეთ გავიგოთ საზოგადოების მოსაზრება ახალდანერგილ ინოვაციურ მექანიზმთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მექანიზმის გამოყენებით საპროექტო იდეების მიღება 2019 წლის პირველი მაისიდან დაიწყება. ჩვენი მისამართია: http://votes.oz.gov.ge/

ელექტრონული მექანიზმი შეიქმნა პროექტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობის ინიციატივა“-ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ. პროექტი დაფინანსებული იყო ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ და მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...