ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

„თანამშრომლობა მშვიდობიანი თემებისათვის“

„თანამშრომლობა მშვიდობიანი თემებისათვის“ პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 7 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით შეხვედრა-დისკუსიები გაიმართა, რომლის მიზანი იყო იმ საკითხების გამოვლენა, რაც ხელს უშლის განსხვავებული რელიგიური ჯგუფებით დასახლებულ თემებში თანამშრომლობასა და ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 
პროექტს „თანამშრომლობა მშვიდობიანი თემებისათვის“ ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მიზანია მშვიდობისმშენებლობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიის რეგიონის ქრისტიანი და მუსლიმი თემებით დასახლებულ სოფლებში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...