ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!
სიახლეები

საზაფხულო ბანაკი პროგრამა ,,მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლებისთვის გურიაში

2017 წლის 5 ივლისს, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში ერთდღიანი ბანაკი მოეწყო. ბანაკის მიზანი 2017 - 2018 სასწავლო წლის გეგმების შემუშვება იყო. ბანაკის ფარგლებში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაწერეს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მოიცავდა კლუბის მუშაობის სტრატეგიას, თვის მანძილზე ერთი სათემო ინიციატივის განხორციელებას, საერთაშორისო დღის აღნიშვნას, სტუმრის მოწვევას და ვიზიტებს სხვადასხვა დაწესებულებებში, ასევე პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების და ბარათების კრებულის გამოყენებას. ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო დღეების კალენდარი;

ბანაკის ფარგლებში მომზადებული გეგმა დაეხმარება პედაგოგებს და მოსწავლეებს მომდევნო სასწავლო წელსაც შეინარჩუნონ აქტიური სასკოლო სამოქალაქო კლუბები და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ორგანიზებულად და ეფექტურად მუშაობაში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თოთხმეტმა ადამიანმა პროგრამის პარტნიორი ცხრა სკოლიდან.

საზაფხულო ბანაკი მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში.  პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიის რეგიონში.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...