Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

ტრენინგი თემაზე - ,,მომხმარებელთა უფლებები“

2016 წლის 16 მარტს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,მომხმარებელთა უფლებები“.

ტრენინგის მონაწილე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მომხმარებელთა ძირითად უფლებებზე, შესაძლებლობებსა და გზებზე, რომელსაც შეიძლება მიმართონ დარღვევის შემთხვევაში.

მოსწავლეები გეგმავენ ერთობლივად აღნიშნონ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში 1983 წლის 15 მარტიდან ოფიციალურად აღინიშნება. რასთან დაკავშირებითაც,  თავიანთ თემებში, მოქმედ სავაჭრო ობიექტებსა და

თავშეყრის ადგილებში გაავრცელებენ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც, მითითებული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის, მომხმარებელთა უფლებები და მიმწოდებელთა ვალდებულებები. ასევე ჩაატარებენ სათემო გამოკითხვას საკითხზე – რა იცის საზოგადოებამ მომხმარებელთა უფლებებზე?

ტრენინგს დაესწრო 20 მოსწავლე პროგრამის პარტნიორი ცხრა სკოლიდან.

ტრენინგი ჩატარდა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში.

პროგრამას ახორციელებს PH International  ამერიკის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა მიმდინარეობს საქართველოს 11 რეგიონში.

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიის რეგიონში.

Organization donors in various times...