ქვეითთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით 2017 წლის 19 აპრილს ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, გუთურისა და შუაამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა პროგრამის ,მომავლის თაობა“-ის ფარგლებში ორგანიზებული ახალგაზრდული ფორუმის შედეგად საპროექტო ინიციატივა ,,ფერადი ზებრა“ განახორციელეს.
საპროექტი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, ქვეითთა ინტერვიუირება. მხატვრის დახმარებით მოსწავლეებმა შეიმუშავეს ზებრა გადასასვლელის დიზაინი. წერილობით მიმართეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროექტში ჩართული სკოლების მიმდებარედ ზებრა გადასასვლელის მოწყობისთვის ნებართვის მისაღებად. ითანამშრომლეს ადგილობრივ სავაჭრო ობიექტთან და მოიპოვეს საღებავი და ფუნჯები ზებრა გადასასვლელის მოსახატად.
ასევე თანამშრომლობა შედგა საპატრულო პოლიციასთან, რომელმაც ზებრა გადასასვლელის მოხატვის პროცესში უზრუნველყო მოსწავლეთა უსაფრთხოება. აღნიშნული თანამშრომლობების შედეგად დაბა ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მიმდებარედ მოიხატა ზებრა გადასასვლელი. მოსწავლეები კვლავ აგრძელებენ მუშაობას, ფერადი ზებრა გადასასვლელის მოხატვა დაბის სხვა პრობლემურ ტერიტორიებზეც იგეგმება.