აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დარბაზში, დაინტერესებულ პირთათვის, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით სამი სხვადასხვა თემატიკის სემინარი ჩატარდა: „ფონდების, რესურსების მოძიების შესავალი“ - რომელსაც ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები ესწრებოდნენ; „მცირე ბიზნესის შესავალი_როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი“ - საოჯახო მეურნეობებისა და მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველთა მონაწილეობით; „მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა“ - მუნიციპალიტეტის საჯაროს სკოლების უფროსკლასელთა ჩართულობით. სემინარებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დამფუძნებლები ზვიად ერაძე და თამარ ღლონტი უძღვებოდნენ.
ღონისძიებები განხორციელდა პროექტის - „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ- ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით ახორციელებს.