გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ღლონტმა და პროექტების მენეჯერმა ოთარ რევიშვილმა პროექტ "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“-ის ფარგლებში საოფისე და ექსტენციონისტის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალურ და მუნიციპალურ სამსახურებს გურიაში.
ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა მოხდა პროექტის - "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“- ის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.