Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების გაუმჯობესების შესაძლებლობები გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“ – ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს რომლის განხორციელებაც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახლახანს დაიწყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით. პროექტი სამწლიანია და მისი საქმიანობის არეალი გურიას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს მოიცავს.

პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება, სექტორთა შორის პარტნიორობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით. ყოველივე ეს კი სამიზნე რეგიონების ეკონომიკური კეთლდღეობის გაზრდას ემსახურება.

ინიციატივა დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ქალებს და შეჭირვებულ ოჯახებს, რათა განივითარონ სამეწარმეო უნარები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რომელთა მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგრანტო პროგრამის სახსრებით მოხდება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იმუშვებს: განახორციელებს სასწავლო პროგრამებს პროექტის სამიზნე ინდივიდების, ადგილობრივი ბიზნესისის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის სტრატეგიულ გაძლიერებას, რათა შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები პროექტში ჩართული დაბალშემოსავლიანი ოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების დასასაქმებლად. პროექტის მიწურულს თითოეულ რეგიონში დაარსდება ბიზნესკლასტერი და სამი სოციალური საწარმო.

პროექტის საქმიანობები დაეფუძნება სამუშაო ბაზრის კვლევას, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და კვლევის შედეგები 2021 წლის თებერვალში გახდება ცნობილი დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

Organization donors in various times...