Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

შემაჯამებელი ღონისძიება

„ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობის ინიციატივა“ , ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა დღეს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 
ღონისძიებაზე გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა თამარ ღლონტმა და ოთარ რევიშვილმა ისაუბრეს პროექტის მიღწევებზე და მის მნიშვნელოვან შედეგზე - მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციურ მექანიზმზე/პლატფორმაზე, რომელიც მომზადდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით. სწორედ აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით დაინერგა ქალაქ ოზურგეთში თანამმართველობითი ბიუჯეტი. აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყო. 

პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობის ინიციატივა“-განხორციელდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ და მისი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

Organization donors in various times...