მთავარი

ჩვენი ისტორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 5 ივნისს დაარსდა. დამფუძნებლებს სამოქალაქო სექტორში საქმიანობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ განახორციელეა 30-ზე მეტი პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით. ორგანიზაციის მისიაა: ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრების პროფესიული განვითარებისა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა. მიზნობრივი ჯგუფი: ორგანიზაციის სამიზნეა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფნი, ყოფილი პატიმრები, პირობითმსჯავრდებულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები). ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებები: 1. სამოქალაქო განათლება 2. თემის წევრების პიროვნული ზრდა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა 3. საზოგადოების წევრების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სლოგანი: აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს.